Home » მთავარი » ყურადღება! ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გამო ტრანსპორტის მოძრაობა იცვლება

ყურადღება! ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გამო ტრანსპორტის მოძრაობა იცვლება

ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გამო პირველი რესპუბლიკის მოედანთან ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გამო, 25 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანთან გზის რამდენიმე მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება.

10:00 საათიდან, თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისა და კოსტავას ქუჩისკენ მოძრავი ტრანსპორტი გაივლის სასტუმრო „რედისონთან“ მდებარე პანდუსს, მობრუნდება ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფ. ელბაქიძის დაღმართი), საიდანაც გზას რუსთაველის გამზირზე განაგრძობს.

18:00 საათიდან თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისკენ ტრანსპორტი მესხიას ქუჩის გავლით იმოძრავებს.

დღის განმავლობაში მიკროავტობუსები N15 და N61 ანალოგიური სქემით ისარგებლებენ.

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ღონისძიებების დასრულებისთანავე აღდგება. ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას მონიტორინგს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გაუწევენ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!

Facebook Comments
x

Check Also

მთავრობამ თავისი უარით თქვა, რომ 199 ევროიანი ბილეთი ურჩევნია

მთავრობის უარს მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე, უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების უფასოდ შემოყვანასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება ...