Home » მთავარი » გიორგი რურუას ახალი ბრალი დაემატა

გიორგი რურუას ახალი ბრალი დაემატა

მარიამ ახალკაცი

“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას საქმეზე  გენერალური პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების განცხადებით, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას საქმეს ახალი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გიორგი რურუამ სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ და თითის ანაბეჭდების ნიმუშის აღების თაობაზე უარი განაცხადა.

 

Facebook Comments
x

Check Also

დეპუტატები, რომლებმაც არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომა ყველაზე მეტჯერ გააცდინეს

TI-ს ანგარიშში, ასევე, საუბარია, რომ 2019 წელს დეპუტატების მიერ საპატიო მიზეზით პლენარული სხდომების გაცდენის 1 200 ...