Home » მთავარი » ბათუმში დაჭრილი პოლიციელის დახმარებისთვის მოქალაქე დააჯილდოვეს

ბათუმში დაჭრილი პოლიციელის დახმარებისთვის მოქალაქე დააჯილდოვეს

მარიამ ახალკაცი

ბათუმში დაჭრილი პოლიციელის დახმარებისთვის რაულ თებიძე დააჯილდოვეს. ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს ინფორმაციას. მათი ცნობით, მადლობის სიგელთან ერთად, მოქალაქეს მთავრობის ფონდიდან 2000 ლარიც გადაეცემა.

პოლიციელი ბათუმში 18 დეკემბერს დაჭრეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, კოტე ანანიაშვილის თქმით, საპატრულო ეკიპაჟი მოქალაქემ შეაჩერა და როცა პოლიციელი მანქანიდან გადმოვიდა, მას ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. ეკიპაჟის მეორე წევრმა პირი მაშინვე დააკავა. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

Facebook Comments
x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...