Home » მთავარი » მინისტრმა დაღუპული სამხედროების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

მინისტრმა დაღუპული სამხედროების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს გასართობ ცენტრში უმასპინძლა. საახალწლო ღონისძიებაზე მინისტრმა დაღუპული სამხედროების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, წარმატება უსურვა და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად საახალწლო საჩუქრები გადასცა.

საახალწლო ღონისძიებაზე ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასართობი ცენტრის ატრაქციონებითა და ბოულინგით ესარგებლათ. სპეციალურად ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის ინტელექტუალური და სახალისო თამაშებიც გაიმართა.

Facebook Comments
x

Check Also

დღეს რომ მშვიდობიანად ვარ თბილისში, ბატონი არჩილის გმირობის დამსახურებაა

“მე რომ დღეს მშვიდობიანად ვარ თბილისში, ეს ბატონი არჩილის გმირობის დამსახურება”, — ასე გაიხსენა დე ...