Home » მთავარი » უჩიპო პირადობის აღება აღმსარებლობის დამადასტურებელი საბუთით შესაძლებელი გახდა

უჩიპო პირადობის აღება აღმსარებლობის დამადასტურებელი საბუთით შესაძლებელი გახდა

მარიამ ახალკაცი

უჩიპო პირადობის აღებას მოქალაქე აღმსარებლობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემთხვევაში შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, ასეთი წესით გაცემული პირადობის მოწმობის მოქმედების ვადა ერთი თვეა.

იუსტიციიის სამინისტრომ, პირადობის მოწმობის გაცემის ბრძანებაში ცვლილებები მას შემდეგ შეიტანა, რაც 26 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ საბოლო გადაწყვეტილებამდე მოქალაქეებისთვის ჩიპის გარეშე პირადობის აღება დაუშვა.

“ციფრული პასპორტების” საქმეზე მოსარჩელეები დავობენ პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესზე, რომელიც მათ აღების საშუალებას ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის — ჩიპის გარეშე არ იძლევა.

მათი მტკიცებით, რწმენის გამო ჩიპიან პირადობის მოწმობასა და პასპორტზე უარის თქმით, მათ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები ეზღუდებოდათ.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოს თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

დღეს, ვაზიანის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში, 304-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი დადო. ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი ...