Home » მთავარი » ცუდსაც ვერ აკეთებენ ნორმალურად — ელენე ხოშტარია

ცუდსაც ვერ აკეთებენ ნორმალურად — ელენე ხოშტარია

მარიამ ახალკაცი 

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია კომენტარს აკეთებს პარლამენტთან დადგმული ბატუტის ჩაფუშვაზე :

“ეს არი სახე, ამათ დააგვირგვინეს ეს წელი კიდევ ერთხელ შეგვახსენეს რა ტიპის ხელისფულება არის. რაც მთავარია, დღეს დილით ყველამ გავიღვიძეთ და ის რაღაც მოგონილი სათამაშო ჩაფუშულია. ეს არის მართლაც ამათი სახე, იმასაც ვერ აკეთებენ, რაც დაგეგმილი აქვთ, ცუდსაც ვერ აკეთებენ ნორმალურად. რაც არ უნდა იფაფხურონ მათი უკანონო გეგმები ჩაიფუშება და მოუწევთ არჩევნების გზით ხელისუფლებიდან წასვლა”,

გვიან ღამით, პარლამენტის წინ ტერტორიის მორეცხვისა და კარვების აყრის შემდეგ მერიის სპეციალურმა სამსახურებმა ბატუტი და სხვა კონსტრუქციები განალაგეს. დღეს დილით ბატუტი ჩაიფუშა .

პარლამენტის წინ ტერიტორია 31 დეკემბერს, დაახლოებით, ღამის პირველის ნახევარზე გაწმინდეს. კარვების გარდა, რუსთაველის გამზირზე იყო აქციებისთვის საჭირო ატრიბუტიკა — დროშები, “გახარიას ბიუსტი” და ბანერები. კარვების დაშლას ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღამით 9 აქტივისტი დააკავა.უწყების განცხადებით, დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...