Home » მთავარი » კომპანია “ჯეოტურანი” სამშვიდობო-სოციალური პროექტის დასახმარებლად

კომპანია “ჯეოტურანი” სამშვიდობო-სოციალური პროექტის დასახმარებლად

მარიამ ახალკაცი

სულ რამდენიმე ხნის წინ გადაცემაში “საზოგადოება და პოლიტიკა” სტუმრად გვყავდა ახალგაზრდა არბიტრი გიორგი სამხარაძე ერგნეთის საოკუპაციო ხაზიდან, რომელიც აქტიურად ცდილობს გააკეთოს სამშვიდობო და სოციალური პროექტი, რომელმაც სხვათაშორის უკვე მიიპყრო ევროკავშირის ყურადღება.

პროექტის შესახებ ვრცლად იხილეთ

დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პროექტით დაინტერესდნენ როგორც მთავრობის, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები.

სწორედ ამ სიახლეებზე სასაუბროდ დავუკავშირდით გიორგი სამხარაძეს.

-გიორგი, როგორც ვიცით მას შემდეგ, რაც ჩვენთან სტუმრად იყავი სიახლეებიც გაქვს.

-დიახ, არის სიახლეები, თუმცა დღეს მინდა ერთ ასეთ კარგ ამბავზე გავამახვილო ყურადღება. დამიკავშირდა კომპანია “ჯეოტურანი”-ს დამფუძნებელი, ასოცირებული პროფესორი, პაატა რუსაძე, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა, რომ კომპანია “ჯეოტურანის” საწყის ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას,როგორც სერვისით,ასევე პროდუქციის მიწოდებით 10 000 ლარის ღირებულებით,პროექტით გათვალისწინებულ მილსადენების მშენებლობაში,წყალი,გაზი,სარწყავი,თუ სანარინე გამართულობისთვის.2,კომპანია უანგაროდ უზრუნველყოფს განახლებადი ენერგიების მონტაჟს. აქვთ სხვა შემოთავაზებაც და ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ. სწორედ ამიტომ მინდა მადლობა გადავუხადო მათ გვერდით დგომისთვის და იმედი მაქვს კიდევ ბევრი ადამიანი გამოთქვამს გვერდით დგომის სურვილს, რადგან ეს ის პროექტია, რომელიც თავის სიტყვას იტყვის არა მხოლოდ ახლა, არამედ მომავალშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.

კიდევ სიახლეა ის, რომ პრემიერის აპარატის შუამდგომლობით პროექტთან დაკავშირებით დაიგეგმა შეხვედრა განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილესთან და საქართველოში სპორტის კურატორთან შალვა გოგოლაძესთან.

-წარმატებები 2020 წელს და ისევ გელოდებით სიახლეებით, რადგან ჩვენ ვიცით თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები საზოგადიებისთვის.

ჩვენ კი საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გიორგი სამხარაძესთან უკვე ჰქონდათ შეხვედრა და პროექტში ჩართულები არიან საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს ასოციაცია. მოლაპარაკებები გაიმართა ასოციაციის გენერალურ და აღმასრულებელ დირექტორებთან ზვიად ჭუმბურიძესთან და გიორგი კაჭარავასთან. 

Facebook Comments
x

Check Also

შეძახილები ისმის კაპიტოლიუმის ბორცვზე

Deutsche Welle-ის ინფორმაციით, სამოქალაქო თავისუფლების დაცვის ამერიკულმა კავშირმა (ACLU) და სხვა ორგანიზაციებმა დონალდ ტრამპისა და ...