Home » მთავარი » შსს-მ ზურაბ დადეშელის მკვლელობისთვის ძებნილი კიდევ ერთი პირი დააკავა

შსს-მ ზურაბ დადეშელის მკვლელობისთვის ძებნილი კიდევ ერთი პირი დააკავა

მარიამ ახალკაცი 

ზურაბ დადეშელის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

გასული წლის ოქტომბერში რუსთავში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზურაბ ჯღარკავა (ზურაბ ბარბაქაძეა)

სამართალდამცველებმა აღნიშნულ საქმეზე, 5 პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს, ხოლო ზ.ჯ.-ს დაკავების მიზნით აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა.

ზ.ჯ-ს მიმართ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტებზე, სსკ-ის 143-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

35 წლის ზურაბ დადეშელი 1-ელ ოქტომბერს გაუჩინარდა, 5 ოქტომბერს კი მისი ცხედარი, რომელსაც 30-მდე ჭრილობა აღენიშნებოდა, მდინარე მტკვარმა რუსთავში გამორიყა.

Facebook Comments
x

Check Also

სვანეთში ხანძრის ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები დილიდან განახლდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ...