Home » მთავარი » პატრიარქი 87 წლის გახდა

პატრიარქი 87 წლის გახდა

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა, მას 87 წელი შეუსრულდა.

ილია მეორე, ერისკაცობაში კი ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა.

მან პატრიარქობამდე, დიდი და მძიმე გზა განვლო. 1977 წლის 23 დეკემბერს კი, კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, ის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ფარული კენჭისყრით, კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა.

25 დეკემბერს ილია მეორის ინტრონიზაციიდან 42-ე წლისთავი აღინიშნა.

Facebook Comments
x

Check Also

“რა დათმო ივანიშვილმა და რა ოპოზიციამ…”

დავით ნებიერიძე მაშ ასე, შევიტანოთ აუცილებელი განმარტებები ივანიშვილთან მიღწეულ 8 მარტის შეთანხმების დეტალებში: პოლიტიკური ვითარების ...