Home » მთავარი » კონფუცის ბრძნული რჩევები

კონფუცის ბრძნული რჩევები

მარიამ ახალკაცი

 

კონფუცი ქრისტეს შობამდე 551 წელს დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ საღვთისმეტყველო საკითხები მისთვის მთავარი თემა არ ყოფილა, მის ფილოსოფიურ სწავლებებს ხშირად მოიხსენიებდნენ რელიაგიად. იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო. მისი ყველა სწავლება მორალზე ეთიკასა და ადამიანურ ურთიერთობებზეა აგებული.
ის იყო პირველი, ვინც დაიწყო საუბარი ჰარმონიულ საზოგადოებაზე. მისი სწავლების ოქროს წესი იყო შემდეგი — ,,ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა საკუთარი თავისთვის”. მისმა სწავლებებმა დიდი გავლენა იქონია ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიაზე. 20 წლის ასაკში უკვე ცნობილი მასწავლებელი იყო.

დღეს შემოგთავაზებთ კონფუცის

1) სამი გზით შეიძლება მივიდეთ ცოდნამდე: აზროვნება, რომელიც ყველაზე კეთილშობილური გზაა, მიბაძვა, რომელიც ყველაზე მარტივი გზაა და გამოცდილება, რომელიც ყველაზე მწარე გზაა.

2) თუ ვინმე გძულს ე.ი. მან დაგამარცხა.

3) ქვეყანაში, სადაც არის წესრიგი შეგიძლია ილაპარაკო და იმოქმედო გაბედულად, ქვეყანაში სადაც არაა წესრიგი იყავი გაბედული მოქმედებებში, მაგრამ არა ლაპარაკში.

4) შურიძიების დაწყებამდე გათხარეთ ორი საფლავი.

5) მიეცი მითითებები მხოლოდ მას, ვინც ეძებს ცოდნას, რადგან აღმოაჩინა საკუთარი უვიცობა.

6) ბედნიერებაა, როცა შენი ესმით, დიდი ბედნიერება, როცა სიყვარულის ობიექტი ხარ, მაგრამ ნამდვილი ბედნიერებაა, როცა გიყვარს.

7) სინამდვილეში ცხოვრება მარტივია, უბრალოდ ჩვენ მას ვართულებთ მთელი მონდომებით.

8) წვრილმანებში თავშეუკავებლობა დიდ საქმეს დაღუპავს.

9) როცა სიცივე მოდის, მხოლოდ მაშინ ხდება ნათელი, რომ კიპარისი და ფიჭვი უკანასკნელები კარგავენ სამოსს.

10) ძველ ხალხს არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი. ისინი სირცხვილად თვლიდნენ, როცა ადამიანს წინ უსწრებდა ენა.

Facebook Comments
x

Check Also

სვანეთში ხანძრის ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები დილიდან განახლდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ...