Home » მთავარი » დეკანოზმა შეწყალება ვერ მიიღო

დეკანოზმა შეწყალება ვერ მიიღო

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა პრეზიდენტის საშობაო შეწყალების აქტი შეაფასა.

-როგორც მიხეილ რამიშვილმა “კურიერთან” საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტმა უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

“მოლოდინი მქონდა ისეთი, რა გადაწყვეტილებაც მიიღო. იგი არ შეიწყალებდა დეკანოზს. ვამბობდი და ვამბობ, რომ არიან გარკვეული პირები, რომელთაც არანაირად არ სურთ დეკანოზის თავისუფლებაში ყოფნა. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა და სირცხვილია, როცა პრეზიდენტი ადვოკატებს გვიხსენიებს, თითქოს ჩვენ არგუმენტები არ გვქონდა. გასაგებია, ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულება არის გარდაცვლილი, სადაც არ არის სამართლიანობა, პრეზიდენტი კი არა, არავინ არაფერს არ შეცვლის. ამიტომ, ჩემი მოთხოვნა და რჩევა იქნება, სანამ ადვოკატებზე იქნება საუბარი, ჯერ კარგად გაგვეცნოს, კარგად მოგვისმინოს და მერე ილაპარაკოს. ეს არის დადგმული. პრეზიდენტმა საზოგადოებაში სიმშვიდის ნაცვლად, უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანა ამ უსამართლობით,” – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-მა წინასაარჩევნო პერიოდზე რეკომენდაციები გაავრცელა

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-მა პრეზიენტაცია გამართა. პლატფორმის აღმასრულებელი დირექტორი თენგო თევზაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს და პარტიის ერთმანეთისაგან ...