Home » მთავარი » იწყება ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი

იწყება ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი

მარიამ ახალკაცი

ხვალიდან, 8 იანვრიდან იწყება თბილისში ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი. სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ამაღამ 01:00 საათიდან გადაიკეტება ჭავჭავაძის გამზირი კავსაძიდან ყიფშიძის ქუჩის მიმართულებით. გამზირის ამ მონაკვეთზე იგეგმება მიწისქვეშა კომუნიკაციების – წყლისა და წყალარინების, სანიაღვრე ქსელისა და გაზსადენის რეაბილიტაცია.

სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ნაწილობრივ შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემა.

თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, ვიქტორ წილოსნის განცხადებით, შეზღუდვები ჭავჭავაძის გამზირის აღნიშნულ მონაკვეთზე 2 თვის განმავლობაში იმოქმედებს.

Facebook Comments
x

Check Also

ცდილობენ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას…

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეებისა, რომლებიც ...