Home » მთავარი » ირანში მომხდარ ავიაკატასტროფაში ირანის, კანადის, უკრაინისა და კიდევ 4 ქვეყნის მოქალაქეები დაიღუპნენ

ირანში მომხდარ ავიაკატასტროფაში ირანის, კანადის, უკრაინისა და კიდევ 4 ქვეყნის მოქალაქეები დაიღუპნენ

მარიამ ახალკაცი

ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს 7 ქვეყნის მოქალაქეები დაიღუპნენ. 168 დაღუპული მგზავრიდან ყველაზე მეტი — 82 ირანელი იყო.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, დაღუპულია კანადის — 63, უკრაინის — 11, შვეიცარიის — 10, ავღანეთის — 4, გერმანიის — 3 და დიდი ბრიტანეთის — 3 მოქალაქე. უკრაინის 11 მოქალაქეს შორის 2 მგზავრი იყო, 9 კი ეპიკაჟის წევრი.

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო აცხადებს, რომ ბორტზე 177 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 168 მგზავრი და 9 ეკიპაჟის წევრი იყო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავში საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ.

როგორც Reuters წერს, შემთხვევა, სავარაუდოდ, ბოინგის ტექნიკურ პრობლემას უკავშირდება. იმავე ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის საელჩო. მათი თქმით, ამჟამად ტერორისტულ აქტს გამორიცხავენ და ჩამოვარდნის მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას განიხილავენ.

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თვითმფრინავი აფრენიდან თითქმის 2 წუთში რადარებიდან გაქრა. მათივე თქმით, მომხდარის გამო გაურკვეველი დროით ირანში ფრენებს შეწყვეტენ.

კომპანიას სთხოვა მედიასა და საზოგადოებას, რომ მხოლოდ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელონ, რადგან ფეისბუქსა და ტვიტერზე დეზინფორმაცია ვრცელდება, რაც გარდაცვლილთა ოჯახებს აზარალებს.

კომპანიის ტექნიკური დირექტორის განცხადებით, ბოინგი 2016 წელს გამოშვებულია და ბოლო ტექნიკური შემოწმება 6 იანვარს გაიარა. მისი თქმით, შემოწმებისას პერსონალს არანაირი ტექნიკური ხარვეზი არ აღმოუჩენია და არც ეკიპაჟს უცნობებია რაიმე სახის პრობლემაზე

Facebook Comments
x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...