Home » მთავარი » სალომე ზურაბიშვილი ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო მწუხარებას გამოთქვა

სალომე ზურაბიშვილი ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო მწუხარებას გამოთქვა

მარიამ ახალკაცი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ზურაბიშვილი ტვიტერზე წერს.

“ვერანიარი სიტყვა ვერ აღწერს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კატასტროფას. ენითაღუწერლი ტრაგედიაა. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახებისა და მეგობრების მწუხარებას”, — წერს ზურაბიშვილი.

უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ბოინგ 737, რომელშიც მინიმუმ 170 ადამიანი იმყოფებოდა, თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. თვითმფრინავი კიევისკენ მიემართებოდა. თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.

კომპანიის ტექნიკური დირექტორის განცხადებით, ბოინგი 2016 წელს გამოშვებულია და ბოლო ტექნიკური შემოწმება 6 იანვარს გაიარა. მისი თქმით, შემოწმებისას პერსონალს არანაირი ტექნიკური ხარვეზი არ აღმოუჩენია და არც ეკიპაჟს უცნობებია რაიმე სახის პრობლემაზე.

Facebook Comments
x

Check Also

“ერთადერთი გზა, რაც ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ეს არის ერთიანობა, კონსოლიდაცია, თანამშრომლობა…”

“ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე სხვა პოლიტიკურ პარტიებს, მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებასთან  დაკავშირებით, გაერთიანებისაკენ მოუწოდებს და ...