Home » მთავარი » “ჩემი ძმისგან ავიღებ ნებართვას, მივაწოდო საზოგადოებას ის ინფორმაცია, რომელიც აქამდე არ თქმულა” – თორნიკე მამალაძე

“ჩემი ძმისგან ავიღებ ნებართვას, მივაწოდო საზოგადოებას ის ინფორმაცია, რომელიც აქამდე არ თქმულა” – თორნიკე მამალაძე

მარიამ ახალკაცი

პატიმრობაში მყოფი დეკანოზის ძმის თორნიკე მამალაძის განცხადებით, ის აპირებს გიორგი მამალაძისგან აიღოს ნებართვა იმ ინფორმაციის გავრცელების შესახებ, რომელიც აქამდე საზოგადოებისთვის საჯარო არ გამხდარა, ამის შესახებ მან მედიასთან მსჯავრდებული ძმის სანახავად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე გააკეთა.

მისი თქმით, არსებობს კონკრეტული დოკუმენტაცია და მოწმეები იმ პრობლემების შესახებ, რომელიც საპატრიარქოშია. თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ საუბარია ზნეობრივ-მორალური, ასევე ფინანსური მაქინაციების შესახებ.

თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ ის რაც საპატრიარქოს შიგნით ხდება, საეკლესიო კანონის დარღვევაა და ამაზე საეკლესიო გამოძიება უნდა დაიწყოს. თუმცა, მისი თქმით, თუკი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, ამას გამოძიების შესაბამისი მიმართულება უნდა მიეცეს, რომლის მთავარი ფიგურანტი საქართველოს პატრიარქია.

ცოტა ხნის წინ, გლდანის ციხეში დაკავებული დეკანოზი მოინახულა მისმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმაც.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...