Home » მთავარი » კანადის პრემიერი: უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო

კანადის პრემიერი: უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო

მარიამ ახალკაცი

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო უკრაინული ბოინგის ავიაკატასტროფაში ირანს ადანაშაულებს. ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 177 ადამიანი დაიღუპა, მათგან 63 კანადის მოქალაქე იყო.

“არაერთი წყაროდან გვაქვს მტკიცებულებები, რომ თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო. დიდად სავარაუდოა, რომ ეს შეცდომით იყო გაკეთებული”, — განაცხადა ტრუდომ.

პრემიერი ამბობს, რომ ბოინგის კატასტროფასთან დაკავშირებით კანადელებს აქვთ კითხვები და ისინი პასუხებს ითხოვენ.

Facebook Comments
x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...