Home » მთავარი » “კონსორციუმმა რისკის ქვეშ დააყენა პორტის მშენებლობა და ფაქტიურად ქვეყანას დააკარგვინა 4 წელი”

“კონსორციუმმა რისკის ქვეშ დააყენა პორტის მშენებლობა და ფაქტიურად ქვეყანას დააკარგვინა 4 წელი”

მარიამ ახალკაცი

ქართული ოცნების წევრი და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ამბობს, რომ თუ ანაკლიის პორტის მშენებლობა რუსეთის ინტერესებში არ შედის, მაშინ მათ ინტერესებს ყველაზე მეტად ხელი ანაკლიის კონსორციუმმა შეუწყო. მისივე თქმით, საზოგადოება არავის აპატიებდა მთავრობისგან იმდენ ხელშეწყობას, რაც ანაკლიის კონსორციუმს ჰქონდა პროექტის შესასრულებლად.

“კონსორციუმმა რისკის ქვეშ დააყენა პორტის მშენებლობა და ფაქტიურად ქვეყანას დააკარგვინა 4 წელი. მთელი ამდენი ხნის მანძილზე მათ 7-ჯერ გადაუვადეს ვალდებულების შესრულების ვადა და 40-მდე ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში. მათივე სასარგებლო ცვლილებებზეა საუბარი. სახელმწიფო წავიდა ყველანაირ დათმობებზე იმისთვის, რომ ეს პროექტი მათი მხრიდან ყოფილიყო განხორციელებული. ჩვენ ანაკლიის პორტის თემა ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რითიც კიდევ უფრო მაღალი გარანტიის სტატუსი მივეცით. ამიტომ სხვა ინტერპრეტაცია სრულიად ალოგიკურია”, — განაცხადა ნინო წილოსანმა პალიტრანიუსის ეთერში.

საქართველოს მთავრობამ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებისა შეწყვიტის შესახებ 9 იანვარს განაცხადა. ინფტრასტრუქტურის მინისტრის თქმით, კონსორციუმმა ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. რაც შეეხება ხელშეკრულების გაწყვეტასა და პირგასამტეხლოს, ცქიტიშვილი ამბობს, რომ ისინი ხელშეკრულების მიერ გაწერილ პროცედურებს მიჰყვებიან.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და სახელმწიფომ პროექტზე ერთობლივი მუშაობა 2016 წელს დაიწყეს. პროექტის მიხედვით, სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, ის პორტი 3 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე უნდა გაშლილიყო და 32 ნავმისადგომი უნდა ჰქონოდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობამ კონსორციუმის ვალდებულებების შესრულება არაერთხელ გადაუვადა. ისინი კონსორციუმს ვალდებულებების შეუსრულებდლობაში ადანაშაულებდნენ მაშინ, როცა კონსორციუმი, პირიქით, მთავრობას ადანაშაულებდა ხელშეშლაში.

კონსორციუმში შემავალი თიბისი ჰოლდინგის მაშინდელი ხელმძღვანელი და ახლა მოძრაობა ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობას მიზანმიმართულად უშლის ხელს.

ქართული ოცნების წევრი და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია კი “რუსული პოლიტიკის თავიდან აცილებით” ხსნის მთავრობის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხში ანაკლიის კონსორციუმის ჩამოშორებას ეხება.

Facebook Comments
x

Check Also

შეძახილები ისმის კაპიტოლიუმის ბორცვზე

Deutsche Welle-ის ინფორმაციით, სამოქალაქო თავისუფლების დაცვის ამერიკულმა კავშირმა (ACLU) და სხვა ორგანიზაციებმა დონალდ ტრამპისა და ...