Home » მთავარი » დაავადებათა ცენტრის კონტროლი-ეს ბიუჯეტის ფული არ ყოფილა

დაავადებათა ცენტრის კონტროლი-ეს ბიუჯეტის ფული არ ყოფილა

მარიამ ახალკაცი

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადების კონტროლის ცენტრი 561 მლნ ლარის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების გაფუჭებაზე საუბრისას თავს იმით იმართლებს, რომ ეს თანხა საქართველოს ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. ამ საკითხზე ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით გამყრელიძემ ბრიფინგი აუდიტის ანგარიში გამოქვეყნების მეორე დღეს, დღეს, 11 იანვარს გამართა.

“ჯერ ერთი, 560 მილიონი ბიუჯეტის ფული არ ყოფილა. ეს გახლავთ დონაცია და 560 მილიონი გადაყვანილია ამერიკულ ფასებში. ის იმ დროს, 2013-ში, 2014-ში, 2015-ში, მაშინ ღირდა აშშ-ს ბაზარზე ეს ფასი. დღევანდელი ფასები უკვე საკმაოდ ქვემოთ არის ჩამოსული”, — განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, უწყებას “სტრატეგიულ მარაგში” ყოველთვის უნდა ჰქონდეს მედიკამენტები, რომ ჩართული მოქალაქეთა მაჩვენებელი გაიზარდოს.

გუშინ, 10 იანვარს აუდიტის სამსახურმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლითაც გაირკვა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 560 645 083 ლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები გაუფუჭდა. მონაცემები 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. შესაბამისად, უცნობია 2020 წლის 10 იანვრის მონაცემებით გაზრდილია თუ არა ეს თანხა და რა მოცულობით.

Facebook Comments
x

Check Also

სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა მათ შორის გულისხმობს იმას, რომ ე.წ. ბირჟაზე 5 და 6 ადამიანი არ უნდა დადგეს

ახალი შეზღუდვების მიხედვით თავშეყრის ადგილებზე 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა, სამ ადამიანამდე შემცირდა. მთავრობის ადმინისტრაციის ...