Home » მთავარი » ზღვისუბანში ძველი ახალი წლის დადგომა აღინიშნა (ვიდეო)

ზღვისუბანში ძველი ახალი წლის დადგომა აღინიშნა (ვიდეო)

ელენე დაშნიანი

მარიამ ახალკაცი

ზღვისუბანში, მაჟორიტარი დეპუატატის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით ძველი ახალი წლის განწყობის შესაქმნელად კონცერტი ჩატარდა, რომელშიც ესტრადის ცნობილი ვარსკვლავები და  თბილისის მერიის ,,ბიგ ბენდი’’ მონაწილეობდა.

მაყურებლის წინაშე წარსდგნენ მაია ბარათაშვილი,  თემო საჯაია, ნესტან ჯიბლაძე, ნინო გველესიანი, ვასილ დოლიძე.

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თბილისის გარეუბნებშიც ჩქეფდეს სიცოცხლე და იყოს მხიარულება.

კონცერტზე მისული მაყურებელი აღფრთოვანებული იყო და მადლობას უხდიდა მაჟორიტარს.

კონცერტი  ულამაზესი ფეიერვერკით დასრულდა.

Facebook Comments
x

Check Also

“პრემიერო, შეიძლება 20 ივნისს დაგეგმილი „წლისთავის“ ფონზეც შეგწირონ მსხვერპლად…”

პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე, სოციალური ქსელით პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართავს. „თუ გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ დავაანონსე ...