Home » ეს საინტერესოა » ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით საქართველო ევროპაში მეორეა

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით საქართველო ევროპაში მეორეა

მარიამ ახალკაცი

2019 წლის დეკემბერში GAHP-ის (გლობალური ალიანსი ჯანდაცვისა და დაბინძურების შესახებ) მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემებით, გარემო ფაქტორებიდან ჯანმრთელობას ყველაზე დიდ საფრთხეს ჰაერის დაბინძურება უქმნის. ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში დაბინძურებას ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტი ადამიანი ეწირება.

GAHP არის ორგანიზაცია, რომელიც 2012 წელს მსოფლიო ბანკის, ევროკომისიისა და გაეროს მიერ დაარსდა. ორგანიზაციის მიზანია, მსოფლიოს ეკოლოგიური დაბინძურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს და დაეხმაროს ქვეყნებს ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.

გამოქვეყნებული მოხსენება მეტწილად ეყრდნობა მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის (WHO) და ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და გაზომვის ინსტიტუტის (IHME) მონაცემებს.

მოხსენებაში გამოყოფილია “ტრადიციული” და “თანამედროვე” ჰაერის დაბინძურება. ტრადიციული ჰაერის დაბინძურება მეტწილად მოიცავს ჰაერის დაბინძურებას დახურულ სივრცეებში, მაგალითად, ქარხნებში, ოფისებში და სახლებში, რაც მეტწილად ცუდი ვენტილაციის და ცუდი სანიტარული მდგომარეობით არის ხოლმე განპირობებული. “თანამედროვე” დაბინძურებაში კი მოიაზრება ჰაერის ისეთი დაბინძურება, რომელიც გამოწვეულია ინდუსტრიული წარმოებით, მხუთავი აირების ემისიებით, ნიადაგის დაბინძურებით და სხვა “ურბანული აქტივობებით”.

Facebook Comments
x

Check Also

დეპუტატები, რომლებმაც არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომა ყველაზე მეტჯერ გააცდინეს

TI-ს ანგარიშში, ასევე, საუბარია, რომ 2019 წელს დეპუტატების მიერ საპატიო მიზეზით პლენარული სხდომების გაცდენის 1 200 ...