Home » მთავარი » სალომე ზურაბიშვილის დაცვისთვის ეროვნული სამოსის ტარება არ მოუთხოვია

სალომე ზურაბიშვილის დაცვისთვის ეროვნული სამოსის ტარება არ მოუთხოვია

მარიამ ახალკაცი 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირად დაცვას ეროვნული სამოსის, ჩოხა-ახალუხის ტარება მოსთხოვა. განცხადების თანახმად, გავრცელებული ინფორმაცია „პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას“ ემსახურება და ინფორმაციის „ავტორებმა არ იციან რა განსხვავებაა პირად დაცვასა და საპატიო ყარაულს შორის.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის მისამართით, რათა საზოგადოება შეცდომაში შეყვანოს და პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია მოახდინოს. როგორც ჩანს, ფეიკ-ნიუსის ავტორებმა არ იციან რა განსხვავებაა პირად დაცვასა და საპატიო ყარაულს შორის. ცერემონიების დროს ჩოხის გამოყენება არის ქართული ტრადიციების პატივისცემა, გარდა იმისა, რომ ეს ცრუ-ინფორმაცია ემსახურება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას, ის შეურაცხყოფს ეროვნულ ფასეულობებს და ქართულ ტრადიციებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტარციის მიერგავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Comments
x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...