Home » მთავარი » “ბასიანთან” 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულის საქმეზე საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მსჯელობენ.

“ბასიანთან” 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულის საქმეზე საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მსჯელობენ.

მარიამ ახალკაცი

კლუბ “ბასიანთან” 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულის საქმეზე საქალაქო სასამართლოში  ამ წუთებში მსჯელობენ.

39 წლის ბიძინა ჩაჩხიანი, რომელიც ღამის კლუბიდან გააძევეს, კლუბში იარაღით დაბრუნდა და თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა პროკურატურის მიერ გამოძიების პროცესში საქმის კვალიფიკაციის შეცვლის შემდეგ, შესაძლო სასჯელის ვადა შემცირდა.

პროკურორ ლაშა გამყრელიძის განცხადებით, კლუბ “ბასიანთან” ბრალდებულმა სანადირო თოფის ტიპის იარაღით 15 გასროლა განახორციელა.

“კლუბ “ბასიანის” ტერიტორიაზე ბრალდებულმა  15 გასროლა განახორციელა. ეს არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიას, რაც დასჯადი არის სისხლის სამართლის კანონით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი იარაღი წარმოადგენდა სანადირო თოფის ტიპის იარაღს,” – განმარტა საქმის პროკურორმა .

Facebook Comments
x

Check Also

6 სულს 366 ლარი თვეში რა კომბინაციებით უნდა ეყოს ვერ ვხვდები?!.

F-news გიორგი ჩახაია ფინანსისტი. პარტია „ზვიადის გზა“ -ზოგიერთმა შესაძლოა იცის მაგრამ, ვინც არ იცის მინდა ...