Home » მთავარი » უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს

უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს

მარიამ ახალკაცი

ირანში შექმნილი სასამართლო საგამოძიებო კომისიის წარმომადგენლის განცხადებით, თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს. მას დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული სახელისუფლებო გამოცემა ავრცელებს.

სასამართლოს სპეციალური საგამოძიებო კომისია ირანის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა. მისი თქმით, ამ ჯგუფში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და ათეულობით ექსპერტი გაერთიანდა იმისთვის, რომ უკრაინული თვითმფრინვის ჩამოგდებაში დამნაშავე პირები გამოავლინონ.

ირანში უკვე მესამე დღეა ანტისამთავრობო აქციები იმართება, სადაც ძირითადად სტუდენტები არიან შეკრებილები. ისინი აპროტესტებენ ირანის მიერ უკრაინული ავიახაზების თვითფრინავი ჩამოგდებას და ოთხი დღით დაგვიანებულ აღიარებასაქციის დაშლა პოლიციამ პირველივე დღეს დაიწყო.

Facebook Comments
x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...