Home » მთავარი » ევროპულმა სასამართლომ დაიწყო ქართველი ტრანსგენდერი მამაკაცის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

ევროპულმა სასამართლომ დაიწყო ქართველი ტრანსგენდერი მამაკაცის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

მარიამ ახალკაცი

2019 წლის 4 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნიკოლო ღვინიაშვილის (ბარტის) გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, სასამართლომ საქართველოს მთავრობას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ნიკოლო ღვინიაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები გაუგზავნა.

ნიკოლო ღვინიაშვილს, რომელიც ტრანსგენდერი მამაკაცია, სახელმწიფო ორგანოებმა რამდენჯერმე უთხრეს უარი საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სასურველი გენდერის ჩაწერაზე იმ მიზეზით, რომ მას არ ჰქონდა წარდგენილი ანატომიური სქესის შეცვლის დამადასტურებელი საბუთი. ეს გადაწყვეტილება ნიკოლო ღვინიაშვილმა ევროპულ სასამართლოში 2019 წლის 18 ოქტომბერს გაასაჩივრა.

მომჩივანი დავობდა, რომ საკანონმდებლო რეგულირების არარსებობის მიუხედავად, ეროვნული ორგანოები სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას მოიაზრებენ, რაც მომჩივნის პირადი ცხოვრების პატივისცემის (კონვენციის მე-8 მუხლი) და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის (კონვენციის მე-3 მუხლი) უფლებას არღვევდა და, ამავდროულად, მსგავსი მოპყრობა მას არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა სხვა ჯგუფებთან მიმართებით კონვენციის მე-14 მუხლის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ.

საქართველომ ახლა პასუხი უნდა გასცეს, კონკრეტულად რომელ სამედიცინო პროცედურებს და სამართლებრივ რეგულაციებს ეფუძნებოდა მომჩივნისთვის ბიოლოგიური სქესის ცვლილების გარეშე გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე ეროვნული ორგანოების უარი. სახელმწიფოს ასევე მოუწევს, უპასუხოს, რამდენად უთანაბრდება ბიოლოგიური სქესის შეცვლის მოთხოვნა „გარეგნობის შეუქცევადი ცვლილების“ მოთხოვნას, რასთან მიმართებითაც, სასამართლომ 2017 წელს საფრანგეთის წინააღმდეგ საქმეზე (A.P., GARÇON AND NICOT v. FRANCE) დარღვევა უკვე დაადგინა.

საია-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი პრაქტიკის თანახმად, მხარეებს 2020 წლის 4 მარტამდე მიეცათ 12-კვირიანი ვადა მეგობრული მორიგების პირობებზე შესათანხმებლად. თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმება ვერ შედგება, მთავრობა დამატებით 12-კვირიან ვადაში წარადგენს თავის მოსაზრებებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით.

Facebook Comments
x

Check Also

ხანძარი მეხის დაცემის შემდეგ, 2 დღის წინ გაჩნდა (ვიდეო)

ლევან ქობალია Gepostet von ლევან ქობალია am Montag, 6. Juli 2020 მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის ...