Home » მთავარი » ავარიული ბაღის ნაცვლად ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაღი შენდება

ავარიული ბაღის ნაცვლად ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაღი შენდება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დიღმის მასივში, მეოთხე კვარტალში მდებარე N19 ბაგა-ბაღის შენობის დემონტაჟი დაიწყო. ავარიული ბაღის ნაცვლად ამ უბანს 2021 წლისათვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება.

დემონტაჟის პროცესსა და ახალი ბაგა-ბაღის პროექტს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე ბაღის პერსონალთან და დიდუბის რაიონის გამგებლის მოადგილესთან ერთად გაეცნო და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელს გაესაუბრა.

მისი თქმით, მშენებლობა 2020 წლის ბოლოსთვის დასრულდება, ხოლო შენობა ექსპლუატაციაში 2021 წელს შევა.

„ორწლიანი საპროექტო და საექსპერტო სამუშაოების შემდეგ, ჩვენ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედით. მეცხრამეტე ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დამონტაჟი მალე დასრულდება, დასუფთავდება სამშენებლო ტერიტორია და რამდენიმე კვირაში ახალი ბაღის მშენებლობას ჩავუყრით საფუძველს. თითოეული ბაღის მშენებლობა უმნიშვნელოვანესია ქალაქისთვის, განსაკუთრებით კი ასე მჭიდროდ დასახლებული უბნისათვის. მოხარული ვარ, რომ დიღმის მასივს ახალი, თანამედროვე სტანდარტების, ადაპტირებული, რვაჯგუფიანი საბავშვო ბაღი შეემატება, სადაც 250-მდე ბავშვი მიიღებს სკოლამდელ განათლებას,“ – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, 2020 წელს, ეტაპობრივად, თბილისში კიდევ 13 ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი და მათ ნაცვლად ახალი შენობების მშენებლობა დაიწყება.
N19 ბაგა-ბაღის დემონტაჟსა და მშენებლობას შპს „ბილდ ტერიტორი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 4 518 000 ლარია

Facebook Comments
x

Check Also

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

მარიამ ახალკაცი ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 41 ადამიანი, მათ შორის ერთი ექიმია. საერთო ...