Home » მთავარი » ჩემი ქვეყნის ბიუჯეტიდან შთამბეჭდავი თანხაა დახარჯული აფხაზების განკურნებაზე

ჩემი ქვეყნის ბიუჯეტიდან შთამბეჭდავი თანხაა დახარჯული აფხაზების განკურნებაზე

სერგეი შამბას განცხადებას, რომ საჭიროა დაიწყოს დიაგოლი აფხაზებსა და ქართველებს შორის შამავლის გარეშე, აფხაზეთიდან დევნილი, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის მრჩეველი როლანა ნიარაძე ეხმიანება:

მინდა რამდენიმე წინადადებით შევეხო აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს. იმიტომ, რომ აფხაზეთიდან ვარ. იმიტომ, რომ ჩემი აზრით ქვეყნის ტერიტ. გამთლიანებაზე ფიქრი და საამისოდ ქმედებები თითოეული ჩვენგანის საზრუნავი უნდა იყოს. იმიტომ რომ ძალიან ბევრ აფხაზს ვხვდები და მათთან მისაუბრია, იმიტომ, რომ ჩვენს გასაკეთებელს და დასაბრუნებელს სხვა არავინ გააკეთებს და დააბრუნებს. მოკლედ, ძალიან ბევრი იმიტომ დამიგროვდა.

სოხუმში განვითარებულ მოვლენებს რაც შეეხება, მოკლედ დავწერ. ადამიანები რევოლუციურ ტალღაზე სოციალურმა გაჭირვებამ, უიმედობა–უპერსპექტიობისა და უსამართლობის მრავალწლიანმა განცდამ მოიყვანა. ხაჯიმბა უნიათო მმართველი აღმოჩნდა. მან ვერ შეძლო ვერც საკუთარი მოსახლეობის და სხვათაშორის ვერც რუსეთის იმედების გამართლება. გონებაჩლუნგი ან სრული იდიოტი უნდა იყო, რომ ისეთ დალოცვილ მიწაზე, როგორიც აფხაზეთია ადამიანები სიღარიბის ზღვარზე ამყოფო, ტურიზმი არ განავითარო, კრიმინალის აღზევებას შეუწყო ხელი.

რევოლუციური ტალღით რათქმაუნდა ისარგებლებენ ახლად გამოჩენილი და ზოგიერთი ძველი სახეები. ავიძბა, ბჟანია, კვიცინია. სამწუხაროდ ყველა მათგანი რუსული ორიენტაციისა და ქართველებისადმი სიმპათიით არ გამოირჩევა. თვით რუსებისგან საპრეზიდენტო მარათონს ჩამოშორებული ბჟანიაც კი.

ამ ვითარებაში ვფიქრობ უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს აფხაზი პოლიტიკური ლიდერის სერგეი შამბას განცხადება ქართულ–აფხაზური დიალოგის აუცილებლობის შესახებ. დიალოგი შუამავლის გარეშე, თბილისსა და სოხუმს შორის. სხვათაშორის დაახლოებით ამავე შინაარსის განცხადების გამო აფხაზებმა საკუთარი თანამოძმე გვარად კვიცინია მკაცრად დასაჯეს, ჯერ აფხაზი შვილმკვდარი დედების წინაშე ბოდიში მოახდევინეს, შემდეგ კი აფხაზეთის დატოვება უბრძანეს. ეს უკანასკნელი რამდენიმე თვის წინ მოსკოვში გარდაიცვალა. აფხაზებისგან უარყოფილი და განდევნილი.

მე პირადად ქართულ –აფხაზური დიალოგის ყოველგვარ მცდელობას მივესალმები. მითუმეტეს, როცა ჩემი ქვეყნის ბიუჯეტიდან საკმაოდ შთამბეჭდავი თანხაა დახარჯული აფხაზების განკურნებაზე. ჯანდაცვის გვერდიგვერდ დიპლომატიას თუ ავამოქმედებთ, თუნდაც სახალხო დიპლომატიას, არაფერი დაშავდება.

Facebook Comments
x

Check Also

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილებები

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ღია სივრცეში დაგეგმილ კულტურულ ...