Home » მთავარი » კახა კალაძემ მრავალშვილიან ორ ოჯახს სამტრედიის რაიონში სახლები შეუძინა

კახა კალაძემ მრავალშვილიან ორ ოჯახს სამტრედიის რაიონში სახლები შეუძინა

კახა კალაძემ ტრადიცია არც წელს დაარღვია და მშობლიურ სამტრედიას ძველით ახალი წელი ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით მიულოცა.

საზეიმო ღონისძიების მთავარი მოვლენა კვლავ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სახლების ჩუქება იყო.

კახა კალაძემ სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს სამტრედიის რაიონში სახლები შეუძინა. ბუაძეების ხუთშვილიანი და ნადირაძეების ექვსშვილიანი ოჯახები დღეიდან საკუთარ სახლებში იცხოვრებენ.

“2012 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად აღვნიშნავთ ძველით ახალ წელს სამტრედიაში. მიხარია, რომ დღეს ისევ აქ ვართ შეკრებილები. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო მთელ საქართველოს 2020 წლის დადგომა. ვუსურვებ ყველა ოჯახს კეთილდღეობას, ჯანმრთელიბას, წარმატებებს, სიყვარულს,”- განაცხადა კახა კალაძემ კონცერტის დასრულების შემდეგ.

Facebook Comments
x

Check Also

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

მარიამ ახალკაცი ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 41 ადამიანი, მათ შორის ერთი ექიმია. საერთო ...