Home » მთავარი » 2019 წელს ინფლაცია 7%-მდე გაიზარდა – საქსტატი

2019 წელს ინფლაცია 7%-მდე გაიზარდა – საქსტატი

მარიამ ახალკაცი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ქვეყანაში 2019 წელს 5.3%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. 7%-მდე გაიზარდა ინფლაცია, საიდანაც სურსათის წილმა 4% შეადგინა, ხოლო 17%-ით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით, ინფლაციის მაჩვენებელი საბაზისო მონაცემს აღემატება.

მონაცემების მიხედვით, 3%-ით არის გაზრდილი ექსპორტი. ასევე, 0.6%-ით არის მომატებული ქვეყანაში დასაქმების დონე, უმუშევრობის მაჩვენებელი კი თითქმის 1%-ით შემცირდა. უწყების ცნობით, მალე აღნიშნული მონაცემები ახალი მეთოდოლოგიით დაითვლება, რაც უმუშევრობის მაჩვენებელს გაზრდის.

Facebook Comments
x

Check Also

დონბასში პრორუსულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო პოზიციაზე იერიში მიიტანეს

დონბასში, ლუგანსკის ოლქში რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან პრორუსულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო პოზიციებზე იერიში მიიტანეს. ამ ფაქტთან ...