Home » მთავარი » “შოთაძე იყო ადამიანი, ვინც სწორად წარმართავდა საქმიანობას, მე მხარს დავუჭერ…”

“შოთაძე იყო ადამიანი, ვინც სწორად წარმართავდა საქმიანობას, მე მხარს დავუჭერ…”

იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა “საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.

ამ ფაქტს მიესალმება უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ეხმიანება და ამბობს, რომ შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

“ეს იყო ადამიანი, ვინც სწორად წარმართავდა საქმიანობას. ძალიან ბევრი საქმე არის გახსნილი. სამწუხაროდ, რაღაც თემებია, რომლებიც რატომღაც არამარტო პროკურატურის, არამედ ნებისმიერ სხვა სფეროში პრივალირებს ვინაიდან, პოლიტიკური დაძაბულობა საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება მის გადადგომას, ვფიქრობ, იმ პერიოდში სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა მე პირადად ამას არ ვეთანხმებოდი ვინაიდან, მიმდინარეობდა საპარლამენტო კომისიაში მსჯელობა. მას პირადად, როგორც უკვე გამოჩნდა არც არანაირი არათუ დანაშაული მიუძღოდა, არამედ პრაქტიკულად სათანადო დონეზე წარმართა გამოძიება. ასე, რომ ირაკლი შოთაძეს მე პირადად, მხარს დავუჭერ”,- განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 9 კანდიდატია წარმოდგენილი. წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე http://pc.gov.ge აიტვირთება.
კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით გრძელდება.

Facebook Comments
x

Check Also

“თუკი კიდევ ერთხელ “ქართული ოცნება” ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება დიდი დარტყმა

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების კიდევ ერთხელ ჩაგდება დიდი დარტყმა ...