Home » მთავარი » საქართველოს რკინიგზის დირექტორი დეკლარაციის არასწორად შევსების გამო დააჯარიმეს

საქართველოს რკინიგზის დირექტორი დეკლარაციის არასწორად შევსების გამო დააჯარიმეს

მარიამ ახალკაცი

საქართველოს რკინიგზის დირექტორი დავით ფერაძე დეკლარაციის არასწორად შევსების გამო დააჯარიმეს. საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, მას მატერიალურ შედეგში შეუსაბამობა ჰქონდა. დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის თანამდებობის პირი ჯარიმდება ხელფასის 20 პროცენტით, არანაკლებ 500 ლარით.

ფერაძე რკინიგზის დირექტორად 2017 წელს, მას შემდეგ დაინიშნა, რაც მისი წინამორბედი მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრი გახდა.

საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, 2019 წელს შემოწმებული საჯარო მოხელეებიდან ნახევარზე მეტს დეკლარაცია დარღვევებით აქვს შევსებული. უწყებაში აცხადებენ, რომ შეამოწმეს 596 თანამდებობის პირი, რომელთაგანაც 254 დააჯარიმეს, 75 კი გააფრთხილეს. მათივე თქმით, ერთი თანამდებობის პირის დეკლარაცია პროკურატურაში გადაიგზავნა.

უწყების განცხადებით, უარყოფითად შეფასებული დეკლარაციებიდან 63%-ს დარღვევა ჰქონდა საანგარიშო პერიოდში მიღებული შემოსავლის არასწორად დადეკლარირების გამო. ასევე, 63% უარყოფითად შეფასდა ოჯახის წევრების მონაცემების არასწორად მითითების გამო.

მათივე თქმით, დარღვევების 41% მოდიოდა უძრავი ქონების გამოტოვებასა ან/და არასწორად მითითებაზე, 38% საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების არასრულად შევსებაზე, 24% კი ისეთი სამეწარმეო საქმიანობების გამოტოვებაზე, რომლებსაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ბრუნვა არ ქონდათ.

გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ დარღვევების 22%-ში დეკლარანტს არ ჰქონდა სწორად დაანგარიშებული ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი, ან არ იყო დადეკლარირებული ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც აღემატება კანონმდებლობით დადგენილ დეკლარირებისათვის სავალდებულო ზღვარს.

დეკლარაციების11%-ის უარყოფითად შეფასება კი იმან განაპირობა, რომ დოკუმენტები კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინეს

Facebook Comments
x

Check Also

დონბასში პრორუსულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო პოზიციაზე იერიში მიიტანეს

დონბასში, ლუგანსკის ოლქში რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან პრორუსულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო პოზიციებზე იერიში მიიტანეს. ამ ფაქტთან ...