Home » მთავარი » “ეს კონკურსი ფორმალობა იყო და თავიდანვე გადაწყვეტილია, ვინ გახდება გენერალური პროკურორი”

“ეს კონკურსი ფორმალობა იყო და თავიდანვე გადაწყვეტილია, ვინ გახდება გენერალური პროკურორი”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ პროცესი ფორმალურია, ხოლო ვინ გახდება გენერალური პროკურორი – გადაწყვეტილია.

“ეს კონკურსი ფორმალობა იყო და თავიდანვე გადაწყვეტილი არის, ვინ გახდება გენერალური პროკურორი. ბატონ შოთაძესთან დაკავშირებით საზოგადოებას ჰქონდა ბევრი კითხვის ნიშანი, ზუსტად სარალიძის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. დაახლოებით 30-მდე საქმეა, რომელთა დაკავშირებითაც ჩვენ გავაგზავნეთ წერილი პროკურატურაში და წერილი არ მიგვიღია. ჩვენ 2020-ში გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიზანი უნდა იყოს, რომ განსაკუთრებით ამ პერიოდში კითხვის ნიშნები არ არსებობდეს საგამოძიებო ორგანოების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით,”- განაცხადა ეკა გიგაურმა.

Facebook Comments
x

Check Also

ეთერ თათარაიძის მუქარა და რამაზაშვილის პასუხი ამირან არაბულის კრიტიკას…

რუბრიკა „სტუმარი“ თამარ ჯამარიშვილი დღეს ჩემი რუბრიკის სტუმარია გიორგი რამაზაშვილი, რომელიც 4 წელია ემიგრაციაში იმყოფება ...