Home » მთავარი » ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე პროკურატურასთან დააკავეს

ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე პროკურატურასთან დააკავეს

მარიამ ახალკაცი

ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე პროკურატურასთან პერფორმანსის დროს დააკავეს. ისინი საგამოძიებო უწყებასთან გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის სავარაუდო დაბრუნებას აპროტესტებდნენ. აქტივისტებმა ადგილზე ყუთით მიიტანეს ბოტასები და მათი ნაწილი პროკურატურის ეზოში ისროლეს. კუპრავას თქმით, შოთაძის პროკურატურაში დაბრუნება ოთარ ფარცხალაძის დაბრუნების ტოლფასია. სწორად ფეხსაცმლის სროლის შემდეგ დააკავა ზვიად კუპრავა პოლიციამ, მასთან ერთად კი აიყვანა ლაშა ცუცქირიძეც.

“საზოგადოება არ დაუშვებს შოთაძის უკან დაბრუნებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ ხელისუფლებამ [ირაკლი] შოთაძის მობრუნებით ძალიან ძვირი ფასი გადაიხადოს”, — თქვა კუპრავამ დაკავებამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულია ორი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

Facebook Comments
x

Check Also

ეთერ თათარაიძის მუქარა და რამაზაშვილის პასუხი ამირან არაბულის კრიტიკას…

რუბრიკა „სტუმარი“ თამარ ჯამარიშვილი დღეს ჩემი რუბრიკის სტუმარია გიორგი რამაზაშვილი, რომელიც 4 წელია ემიგრაციაში იმყოფება ...