Home » მთავარი » 8 იანვარს ირანის თავდასხმის შემდეგ 11 ამერიკელ სამხედროს ჩაუტარდა მკურნალობა

8 იანვარს ირანის თავდასხმის შემდეგ 11 ამერიკელ სამხედროს ჩაუტარდა მკურნალობა

მარიამ ახალკაცი

აშშ-ის არმია აცხადებს, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების 11-მა მოსამსახურემ გაიარა მკურნალობა, რადგან მათ ტვინის შერყევის სიმპტომები ჰქონდათ ერაყში, სამხედრო ბაზაზე 8 იანვრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ინციდენტის დროს „ამერიკელთაგან არავინ დაზიანებულა“.

მართალია, აშშ-ის არც ერთი სამხედრო არ მოუკლავთ 8 იანვრის თავდასხმისას ალ-ასადის სამხედრო ბაზაზე, არაერთს დასჭირდა მკურნალობა აფეთქების შედეგად ტვინის შერყევის სიმპტომების გამო და ისინი ახლაც კონტროლის ქვეშ იმყოფებიან, თქვა 16 იანვარს კაპიტანმა ბილ ურბანმა, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა. თავდასხმის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ „ჩანს ირანი გაჩერდა“ მას მერე, რაც თეირანმა განახორციელა ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა ერაყის ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებოდნენ.

ირანის მხრიდან იერიში განხორციელდა აშშ-ის საჰაერო თავდასხმის დროს ერაყის აეროპორტში ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის მოკვლის სამაგიეროდ.

Facebook Comments
x

Check Also

ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ ოპოზიციურ პარტიებს – კახა კალაძე

ქართული ოცნების გენერალური მდივნის , კახი კალაძის თქმით მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიებთან ცალ-ცალკე მოლაპარაკებებს განიხილავს ...