Home » მთავარი » გენერალური პროკურორის თანამდებობა ირაკლი შოთაძესა და კიდევ 16 კანდიდატს სურს

გენერალური პროკურორის თანამდებობა ირაკლი შოთაძესა და კიდევ 16 კანდიდატს სურს

მარიამ ახალკაცი

საქართველოს გენერალური პროკურორის შესარჩევად საპროკურორო საბჭოსთვის კანდიდატების წარდგენის ვადა ამოიწურა.

პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებების მიხედვით, თანამდებობა 17 პირს სურს. ესენი არიან:

  1. ირაკლი შოთაძე — ყოფილი მთავარი გენერალური პროკურორი, წარადგინა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა;
  2. გრიგოლ გაგნიძე — აადვოკატთა და იურისტთა ობესერვატორიის თავმჯდომარე, წარადგინეს ორგანიზაციებმა: ანტიკოპურფიცული უსაფრთხოებისა და აუდიტის სამსახური, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი, მართლმსაჯულების და დემოკრატიის განვითარების სააგენტო;
  3. რაულ გამისონია — ადვოკატი, წარადგინა ევროპის უნივერსტიტეტმა;
  4. სოფიო შენგელია — კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი, წარადგინა კავკასიის უნივერსიტეტმა;
  5. პაატა გაბელია — ადვოკატი, წარადგინა სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა;
  6. ფიქრია ზირაქაშვილი — იურისტი, წარადგინა სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა;
  7. ვალერიან ვაჭარაძე — თბილისი ენერჯის კონტროლის სამსახურის მთავარი ინსპექტორი, წარადგინა ჯეი ემ ჯი და პარტნიორებმა;
  8. მერაბ გამყრელიძე — ლიბერთი ბანკის პრობლემური სესხებისა და სასამართლო დავების დეპარტამენტის უფროსი, თავად წარადგინა თავი;
  9. დავით კოდანაშვილი — საქართველოს ბანკის იურისტი, თავად წარადგინა თავი ;
  10. დავით ზირაქაშვილი — საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლის დაცვის ლიგის თავმჯდომარე, წარადგინა ადვოკატთა ასოციაციამ;
  11. ვიქტორ ახალბედაშვილი — საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების ფილიალის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, წარადგინა უფლებათა დაცვის ცენტრმა;
  12. კობა კობახიძე — ადვოკატი, წარადგინა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ;
  13. დარიკო თორდია— ადვოკატი, წარადგინა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ;
  14. ვალერი კვანტალიანი— ადვოკატი, წარადგინა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ;
  15. გელა ჩივაძე — ადვოკატი, წარადგინა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ;
  16. რამაზ ჩინჩალაძე — იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭოს წევრი, თავად წარადგინა თავი;
  17. ალექსანდრე კობაიძე — პოლიტიკური გაერთიანება ხალხის პარტიის თავმჯდომარე, თავად წარადგინა თავი.
  18. თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია შოთაძის კანდიდატურამ, რომელმაც თანამდებობა 2018 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყეტილებით ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შოთაძის გადადგომას მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები ითხოვდნენ.პროკურატურიდან წასვლის შემდეგ შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მიწვეულ ასოცირებულ პროფესორად მუშაობდა. გარდა ამისა, ის სილქნეტის იურიდიული კონსულტანტი იყო.
Facebook Comments
x

Check Also

დონბასში პრორუსულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო პოზიციაზე იერიში მიიტანეს

დონბასში, ლუგანსკის ოლქში რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან პრორუსულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო პოზიციებზე იერიში მიიტანეს. ამ ფაქტთან ...