Home » მთავარი » „ვრწმუნდები რამხელა ეროვნული საქმე გააკეთა მიწის დაცვის კომიტეტმა…“

„ვრწმუნდები რამხელა ეროვნული საქმე გააკეთა მიწის დაცვის კომიტეტმა…“

„მედიაცენტრი მთავარის“ ინფორმაციით, 15 იანვარს, ყოფილ პეროვსკაიას ქუჩაზე, ვალუტის ერთ-ერთ გადამცვლელ ჯიხურს თავს დაესხნენ. მძიმედ არის ნაცემი მოლარე ოპერატორი გოგონა. თავდამსხმელები მის გაგუდვას ცდილობდნენ, რომელიც გამვლელებმა გადაარჩინეს.

ირანელები სავალუტო ჯიხურს თავს დაესხნენ, მოლარე გოგონა მძიმე მდგომარეობაშია

ინფორმაციას “მემარცხენე ალიანსის” ლიდერი კახა ძაგანია ეხმიანება და ამბობს, რომ მიუხედავად ვებრი შრომისა, ამ მიმართულებით სამუშაო კიდევ ბევრია.

-ასეთ დროს კიდევ უფრო ვრწმუნდები რამხელა ეროვნული საქმე გაკეთდა მიწის დაცვის კომიტეტის მიერ, (ჩვენი პარტიის ლიდერები ამ კომიტეტში სხვებთან ერთად იყო წარმოდგენილი) როდესაც სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვას მივაღწიეთ. (სამართლიანობისთვის აქვე უნდა ითქვას რომ პარლამენტმა მიიღო ბოლო ჯამში ეს კანონი).

ნამდვილად არ გვენანება ძალ-ღონე, ნერვიულობა, არცერთი წუთი რაც ამ პროცესში პარტია “მემარცხენე ალიანსის” წევრებმა დავხარჯეთ. პრაქტიკულად ქვეყნის გადარჩენის ფუნდამენტი ჩავასხით, თუმცა ამ მიმართულებით სამუშაო ბევრი დარჩა”.

Facebook Comments
x

Check Also

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 12 ახალი პაციენტია შესული

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 12 ახალი პაციენტია შესული. ამ დროისათვის ბოქსირებულ განყოფილებაში მხოლოდ 13 პაციენტი იმყოფება. ...