Home » მთავარი » “ხელისუფლებამ ოპოზიციას რაციონალური შეთავაზება გაუკეთა…”

“ხელისუფლებამ ოპოზიციას რაციონალური შეთავაზება გაუკეთა…”

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას რაციონალური შეთავაზება გაუკეთა, ,ისი თქმით ეს შეთავაზება  გულისხმობს პროპორციული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ მანდატების გაზრდას.

კახიანი იმასაც ამბობს, რომ თუ კანონმდებლობაში რაიმე ცვლილება არ განხორციელდა, არჩევნები იმ სისტემის საფუძველზე ჩატარდება, რაც დღეს მოქმედებს, ეს არის შერეული სისტემა.

“თავად კარგად იციან, რომ მათი შეთავაზებები გათვალისწინებული ვერ იქნება. ამ სიტუაციაში ხელისუფლებამ ოპოზიციას რაციონალური შეთავაზება გაუკეთა, რაც გულისხმობს პროპორციული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ მანდატების გაზრდას. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ამ შეთავაზების გარშემო რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე შევჯერდებით. ულტიმატუმზე საუბარი ზედმეტია, რადგან კონკრეტული რეალობა გვაქვს. თუ რაიმე ცვლილება არ განვახორციელეთ კანონმდებლობაში, არჩევნები იმ სისტემის საფუძველზე ჩატარდება, რაც დღეს მოქმედებს, ეს არის შერეული სისტემა”, – განაცხადა კახიანმა.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველო 5 ქვეყანას უპირობოდ უხსნის საზღვრებს

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცვობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე სახელმწიფოსთან ...