Home » მთავარი » პრეზიდენტი ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება

პრეზიდენტი ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი 21 იანვარს ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიასა და მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ისრაელში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ისრაელის პრეზიდენტთან, რუვენ რივლინთან, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან, კანადის გენერალ-გუბერნატორთან და ფორუმში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან.

ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია „სიონის მეგობრები“, რომელიც 70 მილიონზე მეტ წევრს აერთიანებს, საქართველოს პრეზიდენტს, როგორც საქართველოს სახელმწიფო მეთაურს, ქართველი ხალხის მხრიდან ებრაელებისა და ისრაელის სახელმწიფოსადმი მეგობრობისა და თანადგომისათვის „სიონის მეგობართა ორგანიზაციის“ უმაღლეს ჯილდოს გადასცემს.

Facebook Comments
x

Check Also

ნაციონალები ქართველების ჩამოსაყვანად გადარიცხავენ ფონდში თანხას თუ…

“ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც გახარია ამბობს, რომ თუ ოპოზიციას უცხოეთში დარჩენილი ...