Home » მთავარი » “ხელისუფლებას ეშინია, გეგონება ჩინეთის კედელია, პროტესტი არ შეწყდება!..”

“ხელისუფლებას ეშინია, გეგონება ჩინეთის კედელია, პროტესტი არ შეწყდება!..”

პარლამენტის შენობის წინ რკინის ღობე აღიმართა. მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, “მთავრობის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რომ ადამიანებმა თავიანთი მშვიდობიანი პროტესტი არ გამოხატონ”, თუმცა მისივე თქმით ის მაინც გააგრძელებს პროტესტს.

“გუშინ, როგორც კი პარლამენტის ტერიტორიაზე დამინახეს, შუაღამისას აიღეს ატრაქციონები. ესენი ღამით ნადირობენ. გეგონება ჩინეთის კედელია, ისე აღმართეს, მწვანე ხალიჩა გადაფარეს და იმდენად როგორ ეშინია ხელისუფლებას, კი ეშინია, იციან, რომ ამათი საქმე წასულია და ყველაფერს აკეთებენ, რომ ადამიანებმა თავიანთი მშვიდობიანი პროტესტი არ გამოხატონ, ამას უყურებს მთელი მსოფლიო,”-აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა- ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ...