Home » ეკონომიკა » რა მდგომარეობაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით საქართველოში…

რა მდგომარეობაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით საქართველოში…

ნოდარ სირბილაძე

ეკონომისტი

მიუხედავად იმისა რომ ჯერ 2019 წლის 9 თვის მონაცემები გვაქვს უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე თუ რა მდგომარეობაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით საქართველოში.
2019 წლის მესამე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 13.7% ით გაიზარდა და 417 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს კარგია, თუმცა ჩვენ თუ ბოლო 5 წლის ტრენდს დავაკვირდებით ნათლად დავინახავთ რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება. ეს კი რასაკვირველია, ნეგატიური მოვლენაა.

ჩვენ მუდმივად მოგვაქვს თავი რომ საქართველოში გვაქვს თავისუფალი ეკონომიკა. ამას მოწმობს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს წამყვანი პოზიცია(მეცხრე ადგილი), ასევე ბიზნესის სიმარტივის რეიტინგი, სადაც საქართველო მეექვსე ადგილზეა.

თუ საერთაშორისო რეიტინგებში ასეთი მოწინავე პოზიციები გვაქვს, თუ ჩვენ ეკონომიკურად თავისუფალ ქვეყანად ვითველბით მაშინ რატომ მცირდება უცხოური ინვესტიციები მოცულობა წლიდან წლამდე?

1) ქვეყანაში არსებული არასტაბილური შიდა პოლიტიკური მდგომარეობა, რაც “აფრთხობს” ინვესტორებს ჩადონ ფული საქართველოში. თქვენ რომ ინვესტორი იყოთ რატომ ჩადებთ თქვენს ფულს გრძელვადიანი მიზნებისთვის ისეთ ქვეყანაში, სადაც ხუთი წლის მერე კი არა ხვალ და ზეგ არ იცი რა მოხდება? ინვესტორებს არ აქვთ გრძელვადიანი სტაბილურობის იმედი ქვეყანაში და ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ ეს არის რის გამოც იკავებენ თავს.

2)არასტაბილური მეზობელი რუსეთი, რომელსაც კაცმა არ იცის როდის რა დაარტყავს თავში და როდის ეცდება ვითარების ესკალაციას საქართველოსთან, ეს კი, რასაკვირველია კიდევ ერთი საფრთხეა ინვესტორებისთვის.

3)კიდევ ერთი მიზეზი არაკვალიფიციური მუშახელია, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, რაც ინვესტორისთვის დამატებით რესურსების ხარჯვასთან ასოცირდება. უფრო კონკრეტულად, ინვესტორმა ან უნდა თავისი ქვეყნიდან წამოიყვანოს მუშახელი(რაც დამატებით ხარჯია) ან უშუალოდ ქართველი მუშახელი დაატრენინგოს, რაც ასევე დამატები ფინანსურ და დროით ხარჯებთან ასოცირდება

4)სასამართლოს დამოუკიდებლობა საქართველოში- მიუხედავათ იმისა რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო მოწინავე პოზიციაზეა, ჩვენ ძალიან დაბალი შეფასება გვაქვს(6.3 ქულა 10 დან) კანონის უზენაესობის მიმართულებით, რაც ისევ და ისევ შემაფერხებელი ფაქტორია უცხოელი ინვესტორისთვის, რომ ფული დააბანდოს ქვეყანაში.

Facebook Comments
x

Check Also

რეკომენდაციები – როგორ დავიცვათ კორონავირუსისგან

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა და ...