Home » მთავარი » თავისუფლების ინსტიტუტი ივანიშვილისთვის სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევას ითხოვს

თავისუფლების ინსტიტუტი ივანიშვილისთვის სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევას ითხოვს

თავისუფლების ინსტიტუტი ითხოვს ბიძინა ივანიშვილისთვის სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევას და 24 იანვარს საგანგებო პრესკონფერენციას მართავს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

-თავისუფლების ინსტიტუტმა მოიპოვა ბიძინა ივანიშვილის დისერტაცია, რომელიც ჩვენი აზრით არ შეესაბამება აკადემიურ სტანდარტებს.

ორგანიზაცია მიმართავს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს

შეისწავლოს ბ. ივანიშვილის დისერტაციის შესაბამისობა არსებულ სტანდარტებთან და კვალიფიკაციებთან და კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოართვას შეუსაბამო სამეცნიერო ხარისხი.

ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია ჩატარდება 23 იანვარს, პარასკევს, 11:00 საათზე განათლების ხარისხის განვითარების ცენტრთან. მისამართი: ალექსიძის ქ. 1, ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა (სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია).

საკონტაქტო პირი: კატო კოპალეიშვილი 555 55 20 20

Facebook Comments
x

Check Also

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 12 ახალი პაციენტია შესული

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 12 ახალი პაციენტია შესული. ამ დროისათვის ბოქსირებულ განყოფილებაში მხოლოდ 13 პაციენტი იმყოფება. ...