Home » მთავარი » ვიდეოჯარიმები რამდენად კანონიერია, არაა რთული მისახვედრი…

ვიდეოჯარიმები რამდენად კანონიერია, არაა რთული მისახვედრი…

ლევან ბოძაშვილი

ვიდეოჯარიმები რამდენად კანონიერია არაა რთული მისახვედრი. ნუღარ დააყენებთ ამ კამერებს, გაიყვლიფა ხალხი, ვერ აფასებს ეს კამერა ობიექტურად სიტუაციას ხშირ შემთხვევაში. ფულის კონვეიერია ფაქტიურად.

რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა გადაწყვიტა ე.წ. გონიერი კამერების მეშვეობით სახის ამოცნობის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენება საჯარო სივრცეებში მინიმუმ 5 წლით აკრძალოს. გუგლისა და ალფაბეტის ხელმძღვანელმა პიჩაიმ 2 დღის წინ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

მონაცემთა დაცვის ევრორეგულაცია ამბობს – “დაუშვებელია მოქალაქეთა დაქვემდებარება სრულად ავტომატიზირებული სისტემის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის პროფილების შექმნა”.

პირადი მონაცემების დაცულობა, სისტემის სანდოობა და უსაფრთხოება იქნება ევროპის სტრატეგიის ქვაკუთხედი – ასეთია ევროკომისიის პოზიცია.

Facebook Comments
x

Check Also

“ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ,არ გადაურიცხოთ პარტიებს 3 თვის თანხები და მოახმაროთ ხალხს…”

პაატა ჯიბლაძე “მემარცხენე ალიანსის” საორგანიზაციო მდივნი ჩვენი პარტიის, ,,მემარცხენე ალიანსის”აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ ბენიძემ სხვადასხვა საინფორმაციო ...