Home » ეკონომიკა » რეალური სექტორის განვითარების გარეშე რთულია იმაზე საუბარი რომ ექპორტის ზრდა მოსახლეობის ცხოვრების დონეს აამაღლებს

რეალური სექტორის განვითარების გარეშე რთულია იმაზე საუბარი რომ ექპორტის ზრდა მოსახლეობის ცხოვრების დონეს აამაღლებს

მარიამ ახალკაცი 

რეალური სექტორის განვითარების გარეშე რთულია იმაზე საუბარი რომ ექპორტის ზრდა მოსახლეობის ცხოვრების დონეს აამაღლებს .

ეკონომისტმა ნოდარ სირბილაძემ ასევე  ჩვენთან საუბრისას აღნიშნა  რომ ექსპორტის ასეთი ფორმა როგორიც ჩვენს ქვეყანაშია ვერანაირად ვერ აისახება მოსახლეობის ჯიბეზე.

ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ. აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წელს, 5 291.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წელთან შედარებით 5.7 პროცენტით გაიზარდა და 2 352.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. კი კარგია რომ იზრდება ექსპორტი, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ეს დიდწილად არ ყოფილიყო რეექსპორტის დამსახურება, უფრო კოკრეტულად, 2019 წელს საქართველოს მთავარ საექპორტო საქონლის ნუსხაში პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია, ანუ ეს ავტომობილები იმპორტით შემოდის ქვეყანაში და ექსპორტით შემდეგ გადის სხვა ქვეყანაში. ექსპორტის ასეთი ფორმით ზრდა ვერანაირად ვერ აისახება მოსახლეობის ჯიბეზე, ანუ იმ “ინკლუზიურობაზე”, რაზეც მთავრობა გამუდმებით გვესაუბრება.რეალური სექტორის განვითარების გარეშე რთულია იმაზე საუბარი რომ ექპორტის ზრდა მოსახლეობის ცხოვრების დონეს აამაღლებს .

 

Facebook Comments
x

Check Also

რეკომენდაციები – როგორ დავიცვათ კორონავირუსისგან

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა და ...