Home » მთავარი » თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანის ადვოკატს მარიამ კუბლაშვილს უჩივის

თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანის ადვოკატს მარიამ კუბლაშვილს უჩივის

მარიამ ახალკაცი

თამთა თოდაძე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის ადვოკატს, მარიამ კუბლაშვილის ადვოკატთა ეთიკის კომისიაში უჩივის. თამთა თოდაძის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია საფარი იცავს.

“მიგვაჩნია, რომ მარიამ კუბლაშვილის არაერთი განცხადება იყო იმდენად შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი თამთას მიმართ, რომ ის ცდება ადვოკატთა ეთიკის ფარგლებს და არღვევს მას… არაერთი განცხადება თამთას მოიხსენიებდა, როგორც თაღლითს, მატყუარას, იყო თავის შინაარსით ცილისმწამებლური და სცდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, რომელიც ადვოკატებს გააჩნიათ”, — თქვა ბაია პატარაიამ.

ამ თემაზე გამართულ პრესკონფერენციაზე, ბაია პატარაიამ აღნიშნა, რომ მარიამ კუბლაშვილის აგრესიული გამონათქვამებისა და შეურაცხყოფების გამო თამთა თოდაძეს მეორედ განუვითარდა ფსიქოლოგიური ტრავმა და რეაბილიტაციას გადის.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველო 5 ქვეყანას უპირობოდ უხსნის საზღვრებს

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცვობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე სახელმწიფოსთან ...