Home » მთავარი » საპროცესოს მიზეზი მსჯავრდებულის მიერ დავით სარალიძის მკვლელობის აღიარებაა -პროკურორი

საპროცესოს მიზეზი მსჯავრდებულის მიერ დავით სარალიძის მკვლელობის აღიარებაა -პროკურორი

მარიამ ახალკაცი

ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებულ გორგი ჯანაშიასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების შესახებ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი დღეს გახდება.

შეთანხმების შინაარსი მედიისთვის კვლავ უცნობია. პროკურორი დეტალებზე არაფერს ამბობს, თუმცა განმარტავს, რომ საპროცესოს მიზეზი მსჯავრდებულის მიერ დავით სარალიძის მკვლელობის აღიარებაა.

რაც შეეხება ხორავას ქუჩის გარჩევის კიდევ ერთი მსხვერპლის, ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, გუგა ბარბაქაძესთან, პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას არ აპირებს.

პროკურორ თორნიკე ნადირაძის თქმით, გუგა ბარბაქაძის შემთხვევაში, არსებობდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებდა მის ბრალეულობას ორივე გარდაცვლილთან დაკავშირებით.

გიორგი ჯანაშიასთან საპროცესო შეთანხმება 22 იანვარს გაფორმდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ არის ცნობილი დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო, გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა- ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ...