Home » მთავარი » ჩემს ძაღლს უფრო მეტ პატივს ვცემ, ვიდრე ხაბეიშვილს — ბექა დავითულიანი

ჩემს ძაღლს უფრო მეტ პატივს ვცემ, ვიდრე ხაბეიშვილს — ბექა დავითულიანი

მარიამ ახალკაცი

თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა სხდომაზე თქვა, რომ საკუთარ ძაღლს მეტ პატივს სცემს, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს.

“რაც უნდა ის ულაპარაკია და გინდა ძაღლს უყეფია, არა ჩემ ძაღლს ბევრად მეტ პატივს ვცემ, ბოდიში ჩემ ძაღლთან, გინდა მას ულაპარაკია, ამიტომ გთავაზობთ, რომ სრული იგნორირება გავუკეთოთ, იაროს, ილაპარაკოს ეს ტყუილები და იყეფოს ეთერებიდან რამდენიც უნდა”, — თქვა ბექა დავითულიანმა.

საკრებულოს სხდომაზე მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ჩხუბის კადრების ნახვა მოუწია. ბექა დავითულიანმა ნაწილობრივ გაამართლა ლევან ხაბეიშვილის ცემა და თქვა, რომ ვინმეს როცა შეურაცხყოფას მიაყენებ, მისგან საპასუხო რეაქციასაც უნდა ელოდო.

დღეს, 24 იანვრის ბიუროს სხდომის დროს საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს სცემეს. ინციდენტის კადრებში ჩანს, რომ დეპუტატს ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა სცემა. ხაბეიშვილის თქმით, იგი სატელევიზიო ეთერით კორუფციაზე საუბრის გამო სცემეს.

“ერთი ერთზე ვერ მერევიან, მაგრამ ათნი მერევიან… ვერ წამაქციეს, ვერ წამაქცევენ… კალაძის დავალება იყო, მაჩვენეთ ეგ ბიჭი დაალურჯეთო. ესენი ლაჩრები არიან და შეასრულეს”, — ამბობს ხაბეიშვილი ჟურნალისტებთან.

Facebook Comments
x

Check Also

რეკომენდაციები – როგორ დავიცვათ კორონავირუსისგან

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა და ...