Home » ბრიფინგი » მარიამ კუბლაშვილს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში უჩივიან

მარიამ კუბლაშვილს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში უჩივიან

მარიამ ახალკაცი

თამთა თოდაძე ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მარიამ კუბლაშვილის წინააღმდეგ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების მოთხოვნით მიმართავს.

თოდაძე მის საქმეში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის ადვოკატს დისციპლინურ გადაცდომას ედავება.

კერძოდ, თოდაძის ადვოკატის თქმით, კუბლაშვილი გასცდა პროფესიული ეთიკისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს.

“არც თუ ისე ხშირია, როდესაც ადვოკატის წინააღმდეგ ჩვენ ეთიკის კომისიაში საჩივარი შეგვაქვს. ამ შემთხვევაში მიგვაჩნია, რომ მარიამ კუბლაშვილის არაერთი განცხადება იყო იმდენაც შეურაცმყოფელი, დამაცირებელი თამთას მიმართ, რომ ის ცდება ადვოკატთა ეთიკის ფარგლებს,” – აცხადებს კავშირ “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია.

“ჩვენ გვაქვს ასეთი პოზიცია, რომ მარიამ კუბლაშვილის წინააღმდეგ უნდა წარვადგინოთ საჩივარი, მოთხოვნა იქნება, მას დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა ჩადენილი გადაცდომისთვის და საჩივრის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს კანონი ადვოკატთა შესახებ მე-5 მუხლის “გ” ქვეპუნქტი,”-აცხადებ თამთა თოდაძის ადვოკატი, კავშირ “საფარის” იურისტი თეა თადაშვილი

Facebook Comments
x

Check Also

რეკომენდაციები – როგორ დავიცვათ კორონავირუსისგან

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა და ...