Home » მთავარი » გონიათ, რომ რამდენიმე დღე თვალი თუ დალურჯებული მექნება, ვინმეს შეაშინებენ ან შეაჩერებენ?

გონიათ, რომ რამდენიმე დღე თვალი თუ დალურჯებული მექნება, ვინმეს შეაშინებენ ან შეაჩერებენ?

მარიამ ახალკაცი

საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც დღეს ქართული ოცნების დეპუტატებმა სცემეს, ამბობს, რომ ამით ვერავის შეაშინებენ. მისი თქმით, არც ბრძოლის შეწყვეტას აპირებს.

“მთავარი არსი ამის იყო, რომ ეჩვენებინათ ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ და რა მაგარი ბიჭები არიან. გონიათ, რომ რამდენიმე დღე ეს თვალი დალურჯებული მექნება ამით ვინმეს შეაშინებენ ან შეაჩერებენ? მე ამ ბრძოლაში მაქვს მთელი ცხოვრება ჩადებული და ჩემი სიცოცხლის რისკის ფასად, მათ შორის, ვებრძვი კრიმინალებს”, — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.

ხაბეიშვილის თქმით, მისი დალურჯებული თვალი ნაკლებმნიშვნელოვანია, რადგან ამ ქვეყანაში ხალხს “თვალები დათხარეს და არავინ დაისაჯა”.

დღეს, 24 იანვრის ბიუროს სხდომის დროს საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს სცემეს. ინციდენტის კადრებში ჩანს, რომ დეპუტატს ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა სცემა. ხაბეიშვილის თქმით, იგი სატელევიზიო ეთერით კორუფციაზე საუბრის გამო სცემეს.

ინციდენტის შემდეგ ოცნების წევრები მომხდარის გამართლებას იმ არგუმენტით ცდილობდნენ, რომ ხაბეიშვილმა “ეს დაიმსახურა”.

Facebook Comments
x

Check Also

ნაციონალები ქართველების ჩამოსაყვანად გადარიცხავენ ფონდში თანხას თუ…

“ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც გახარია ამბობს, რომ თუ ოპოზიციას უცხოეთში დარჩენილი ...