Home » მთავარი » ვინც ქარს თესავს, ქარიშხალს მოიმკის — სოზარ სუბარი ლევან ხაბეიშვილის ცემას ამართლებს

ვინც ქარს თესავს, ქარიშხალს მოიმკის — სოზარ სუბარი ლევან ხაბეიშვილის ცემას ამართლებს

მარიამ ახალკაცი

“ვინც ქარს თესავს, ქარიშხალს მოიმკის”, — ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი და ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის ცემას. ის მომხდარს ამართლებს და ამბობს, რომ ძალადობა იყო პასუხი ხაბეიშვილის “სიტყვიერ და ფიზიკურ პროვოკაციებზე”.

მისივე თქმით, სხვადასხვა დროს ხაბეიშვილი თვიტონ წევდა პირველი ხელს და არ უნდა ჰგონებოდა, რომ უპასუხოდ დატოვებდნენ.

“ძალიან ცუდია ჩხუბი, ძალიან ცუდია ბილწსიტყვაობა. მითუმეტეს, მართლა არაკაცი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც კოლეგას, რომლის გვერდითაც ზიხარ 4 წელი, რაც გინდა პოლიტიკური განსხვავება გქონდეს, ასეთი სიტყვებით იხსენიებ და ყოველ ჯერზე ან ხელით იწევ ან გამოწვევას აკეთებ ჩხუბისკენ”, — ასე შეაფასა მან ლევან ხაბეიშვილი Post TV-ის ეთერში.

დღეს, 24 იანვრის ბიუროს სხდომის დროს საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს სცემეს. ინციდენტის კადრებში ჩანს, რომ დეპუტატს ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა სცემა. ხაბეიშვილის თქმით, იგი სატელევიზიო ეთერით კორუფციაზე საუბრის გამო სცემეს.

ინციდენტის შემდეგ ოცნების წევრები მომხდარის გამართლებას იმ არგუმენტით ცდილობდნენ, რომ ხაბეიშვილმა “ეს დაიმსახურა”.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა- ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ...