მარიამ ახალკაცი 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას დღის ბოლომდე აძლევს ვადას, რომ ამერიკის სენატიდან დეკემბრის თვეში მიღებული წერილი გაასაჯაროვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ნაციონალური მოძრაობა გააკეთებს. ამ თემაზე ბრიფინგზე სალომე სამადაშვილმა ისაუბრა.

“მინდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, გაასაჯაროვოს წერილი, რომელიც მიღებული აქვს ჯერ კიდევ დეკემბერში აშშ-ის სენატიდან და კონკრეტულად იმ კომიტეტიდან, რომელიც მუშაობს სანქციების საკითხზე კონკრეტულად უცხო ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებაში. თუ ხელისუფლება სენატიდან მიღებულ წერილს არ გაასაჯაროებს დღის ბოლომდე, ჩვენ გავასაჯაროებთ ამ კომუნიკაციასაც იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რელაურად რა საფრთხის წინაშე დგას”, — თქვა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, ვაშინგტონიდან “უპერეცედენტო კომუნიკაცია” ნიშნავს იმას, რომ დღეს საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომელიც რუსულ ინტერესებს ატარებს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკური პარტნიორები ქვეყანაში ცვლილებებს ელოდებიან.

გუშინ, 24 ინვარს საქართველოს მთავრობას კრიტიკული გზავნილები კიდევ ორმა კონგრესმენმა გამოუგზავნა. კონრგესმენა ბრაიან ბაბინიმ დაწერა, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველო და ქვეყნისთვის გაწეული რესურსები საფრთხილო და ნეგატიურ კონტექსტში განიხილება. კონგრესმენა პეტ ოლსონმა კი განაცხადა, რომ კორუმპირებული საქართველოს მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებს

Facebook Comments
x

Check Also

სავალდებულო შეზღუდვების შემოღება განპირობებული იყო სამი ძირითადი ფაქტორით – მთავრობის ანგარიში

როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავალდებულო ...