Home » მთავარი » ჩხოროწყუში აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა

ჩხოროწყუში აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა

მარიამ ახალკაცი

ჩხოროწყუში აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა. მერის ინფორმაციით, ის ჯერ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, გამთენიისას კი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას, სავარაუდოდ ოპერაცია უტარდება.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც ხელყუმბარა აფეთქდა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.​

Facebook Comments
x

Check Also

ეთერ თათარაიძის მუქარა და რამაზაშვილის პასუხი ამირან არაბულის კრიტიკას…

რუბრიკა „სტუმარი“ თამარ ჯამარიშვილი დღეს ჩემი რუბრიკის სტუმარია გიორგი რამაზაშვილი, რომელიც 4 წელია ემიგრაციაში იმყოფება ...